|
2016-02-16 16:42:53, 688 ნახვა
ეკონომიკა
ჭირაქაძე: პრობლემები ქვეყანაში არის და იქნება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებს დგამს
„გვესმის, რომ ქვეყანაში პრობლემები არის და იქნება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დღეს ბიზნესის და ეკონომიკის მხარდამჭერ ნაბიჯებს დგამს“, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო „რადისონში“ პრემიერსა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, განწყობა ძალიან ოპტიმისტურია და ბიზნესასოციაციამ მთავრობის ინიციატივებს მხარს უჭერს. „საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივები გავიგეთ ჩვენ ახალი პრემიერისგან. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმას, რომ ჩვენ ვისაუბროთ ამ საკითხებზე და იმაზე რაც პრემიერმა გააჟღერა. ბიზნესასოციაციამ მოამზადა 6 პუნქტიანი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლიც გვინდა პრემიერს წარვუდგინოთ, თუ რა მიგვაჩნია მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრემიერის მოსაზრება მოვისმინოთ“,-განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)