08:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 11:28:07, 331 ნახვა

საზოგადოება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეხვედრების ორგანიზების მიზნით გამოკითხვას ატარებს

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით გამოკითხვას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამსახური (SARAS) იწყებს შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით გამართავს ღონისძიებებს თემაზე:„ანგარიშგების წარდგენის პროცესი და ბუღალტრების/საბუღალტრო ფირმების რეესტრებში რეგისტრაცია“.

"შეხვედრების მთავარი მიზანია, დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იქნება. 

გამოკითხვაში ჩართულობა  სამსახურს, საქართველოს მასშტაბით ღონისძიების ადგილმდებარეობების განსაზღვრაში დაეხმარება.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics