|
2016-02-16 14:10:48, 656 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში „მე და საზოგადოების“ დანერგვა 2017-2018 სასწავლო წლისთვის იგეგმება
„ვგეგმავთ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებითი საფეხურის პირველიდან და მეექვსე კლასის ჩათვლით, 2017-2018 სასწავლო წლიდან დაიწყება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, განათლების სამინისტროს სურვილია საგნის შემოტანა დაწყებით საფეხურზე მესამე-მეოთხე კლასში მოხდეს. მისივე განმარტებით, საგანი „მე და საზოგადოება“ სამოქალაქო განათლების განვითარებას ემსახურება და პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „საგანი „მე და საზოგადოება“ სამოქალაქო განათლების განვითარებას ემსახურება ქვეყანაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლა იყოს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სივრცე. საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკში ჩვენი ინიციატივით, ჩვენი ექსპერტების ინიციატივით და ძალიან ფართო ჩართულობით, შეიქმნა საგანი საზოგადოებრი მეცნიერებების საფუძველი „მე და საზოგადოება“, რომელიც ჩვენ გვინდა შევიტანოთ მესამე-მეოთხე კლასში და რომლის ძირითადი თემები არის, სამოქალაქო განათლება საწყისი და საბაზისო უნარჩვევები, უსაფრთხო ცხოვრებისთვის, უსაფრთხო ცხოვრებაში საუბარია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაზე, აქ საუბარია როგორ მოუაროს საკუთარ თავს ბავშვმა და ა.შ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ დანერგვა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის პირველიდან და მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სახის დაიწყება 2017-2018 სასწავლო წლიდან. შესაბამისად ძალიან მალე ველოდებით, რომ არამხოლოდ სტანდარტი დამტკიცდება, არამედ სახელმძღვანელოებზეც გამოცხადდება შესაბამისი კონკურსი. ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ პროექტი. სახელმძღვანელობი ამ ეტაპზე ცხადია, არ არის მომზადებული, იმიტომ რომ სანამ არ დამტკიცდება სტანდარტი არ მზადდება სახელმძღვანელო“, - განაცხადა ნათია ჯოხაძემ.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)