|
2024-06-21 12:41:41, 508 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთის საელჩო დანიგანზე - ჩინური მხარე წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პრესსპიკერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ეხმაურება. როგორც პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, ელჩის კომენტარი აზრსმოკლებული და ფაქტებთან შეუსაბამოა. "გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, რომ China Communications Construction Company-ს წილების უმრავლესობის მფლობელი "ჩინეთის კომუნისტური პარტიაა" და რომ CPC და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელია, არის აზრსმოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, "ჩინეთის კომუნისტური პარტიაა", რომელიც "დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია".
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)