13:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 16:00:36, 387 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში - ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ

GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში. ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, ის აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ექსპრესნიუსი" დედაქალაქის მერის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვთხოვთ აღნიშნულ კომპანიას მათი ქსელის მოწესრიგებას და ახალი პროექტების განხორციელებას. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, პირველი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის ქსელის მოწესრიგება, განახლება. კომპანია მოგვყვება, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს და ამიტომაც, ეს სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

გარდა ამისა, მათი მხრიდან ხშირია მოთხოვნები სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ სხვა ლოკაციებზე დამატებითი სამუშაოების ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, პრობლემაა, პირველ რიგში გადაადგილებისა და საცობების შექმნის თვალსაზრისით, ამიტომ, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება იმისთვის, რომ ქსელი განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics