|
2024-06-17 12:15:45, 425 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - 37 000 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება, სულ მცირე, 500 ლარით - მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას - 800 ლარით
37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება, სულ მცირე, 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში. „ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე, 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით; დაახლოებით, 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე, 300 ლარით. ყველა პედაგოგს, სულ მცირე, 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას",- თქვა კობახიძემ.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)