|
2024-06-15 16:41:59, 521 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის შეიარაღებული ძალები - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის კუნძულ გოთლანდის აღმოსავლეთით, საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსული თვითმფრინავის, SU-24-ის შესაჩერებლად Gripen-ის თვითმფრინავები გაიგზავნა, ვინაიდან დამრღვევმა რადიო-გაფრთხილებას არ უპასუხა. "ინციდენტი შვედეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაა", - განაცხადა საჰაერო ძალების უფროსმა, იონას ვიკმანმა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა საჰაერო სივრცის დარღვევას "მიუღებელი" უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს საგარეოში დაიბარებს. შვედეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მსგავსი დარღვევები რუსული თვითმფრინავების მიერ ბოლოს მოხდა 2022 წელს, როდესაც ორმა SU-27-მა და ორმა SU-24-მა თვითმფრინავებმა ასევე დაარღვიეს მათი საჰაერო სივრცე გოთლანდის მახლობლად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)