|
2024-06-13 16:24:47, 464 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის
"საქართველოს ბანკი", გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, 11-14 ივნისს ინტენსიური ვორკშოპები იმართება, რომელსაც 15 მეწარმე ქალი ესწრება. ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები გაიღრმავებენ ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ. თითოეული მიმართულების საინფორმაციო სესიას დარგის წამყვანი ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები უძღვებიან. პროგრამის ეს ეტაპი მეწარმე ქალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესის საჭიროებების შესახებ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და რეკომენდაციები. „მოხარული ვართ, რომ ინტერესი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიმართ მუდმივად მზარდია. მეცხრე ნაკადში 15 მეწარმე იღებს მონაწილეობას და მათ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას. ინტენსიური ვორკშოპები მათ ეხმარება, გააანალიზონ საკუთარი ბიზნესის გამოწვევები და უფრო მასშტაბური პერსპექტივიდან დაინახონ, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. პროგრამის ეს ეტაპი, ცოდნის მიღების გარდა, მეწარმე ქალებს საქმიანი წრის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას განვახორციელებთ“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. ინფორმაციისთვის, პროგრამა 200 მეწარმე ქალს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას - ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებას და თანამშრომლობას ეფუძნება. ცოდნის ეტაპი businesscourse.ge-ზე სპეციალურად ქალი მეწარმეების საჭიროებების საპასუხოდ შექმნილი კურსების გავლას და პირისპირ ინტენსიურ ვორკშოპებს მოიცავს. მხარდაჭერის ეტაპზე პროგრამის მონაწილეები იღებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. გამოცდილების ეტაპზე ქალ მეწარმეებს გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის ეტაპი კი ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენას გულისხმობს. გაიგეთ პროგრამის შესახებ მეტი დეტალი "საქართველოს ბანკის" ვებგვერდიდან.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)