21:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 14:58:58, 380 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ CNUE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ეკატერინე ნანდოშვილმა ადამ ტოთთან სამომავლო თანამშრომლობასა და CNUE-ს საქმიანობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ჩართულობაზე ისაუბრა.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააღრმავონ არსებული თანამშრომლობა ინსტიტუციური დახმარების გაწევისა და საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებებით.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მორიგ სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან 2025 წლის სექტემბერში უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება მხარეებმა შეხვედრის დროს მიიღეს.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს, ევროკავშირის ქვეყნების სანოტარო სისტემების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით.

ორმხრივი შეხვედრა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის CNUE-ში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონია.

შეხვედრაში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, ასევე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ, გამგეობის წევრებმა - ეთერ გზირიშვილმა, რომან კოსტანიანმა და ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, თეონა წინწალაშვილმა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics