|
2024-06-11 16:49:34, 454 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია პაპუაშვილს - ახალგაზრდების სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი - თქვენი მოწოდების შემდეგ დაესხნენ თავს ზუკა ბერძენიშვილს
ამ ტერორზე, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში თქვენივე "ზონდერები" დაესხნენ ამ ადამიანს თავს,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილთან დაკავშირებით. აქუბარდია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას. "აი, ეს არის თქვენი ღირსება - ახალგაზრდა კაცს თქვენი განცხადების შემდეგ თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები ასე უსწორდებიან. მე მაინტერესებს, რას აპირებთ? - ლექტორი კაცი ბრძანდებით, თავი რომ დავანებოთ დეპუტატობას და პარლამენტის პირველ პირობას - ასე აპირებთ, რომ საქართველო აცხოვროთ და განსხვავებული აზრის ადამიანები ასე უნდა სცემოთ და დაასახიჩროთ?! მე მართლა მაინტერესებს, თქვენ თუ გრძნობთ პირადად პასუხისმგებლობას, გასაგებია, თქვენი დეპუტატები ამას რომ არ აღიარებენ, მაგრამ უმძიმესია ეს ამბავი კაცს რომ ემართება, ამას რომ ვხედავ იმიტომ, რომ თქვენი განცხადების შემდეგ ასეთი რამ ხდება, თქვენ ოდნავ მაინც, სინდისი უნდა გაწუხებდეთ, როცა ასეთი რაღაც ხდება. გვიანონსებთ აქ ავტორიტარიზმს და ამბობთ, რომ თურმე იმიტომ, რომ თქვენი დეპუტატები წუხდებიან იმ შეფასებით, რომელიც მოქალაქეების უმეტესობას აქვთ, ამიტომ, თქვენ ის ადამიანები უნდა დააკავოთ, ხულიგნობის მუხლით უნდა გაასამართლოთ, ჩამოართვათ მოგზაურობის უფლება და შემდგომ თქვენივე "ტიტუშკების" მეშვეობით უნდა აცემინოთ? სადამდე აპირებთ წასვლას, როცა უკვე სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი? ასე აპირებთ ამ ქვეყნის მართვას და ამ კეთილდღეობას ჰპირდებით ქართველ ხალხს? ეს ხომ არის ის წარსული, რომელიც არ გვინდა არავის რომ დაბრუნდეს... ამ ტერორზე, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში თქვენივე "ზონდერები" დაესხნენ ამ ადამიანს თავს",- მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს. შეგახსენებთ, დღეს, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბერძენიშვილი სამედიცინო დაწესწებულებაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)