15:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 16:22:44, 510 ნახვა

მსოფლიო
AP - აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცენტრის მისიაა, დაეხმაროს უკრაინას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ინფორმაციულ ომში გამოწვევა მხოლოდ იმის ცოდნა არ არის, თუ რას აკეთებენ რუსები, არამედ იმის გარკვევა, თუ რა არის საუკეთესო გზები მის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, ჯეიმს რუბინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მედია აღნიშნავს, ამ ქვეყნების საერთო მიზანი იმ დეზინფორმაციული კამპანიების აღმოჩენა და გაუქმება იქნება, რომლებიც მიზნად უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს.

„ჯგუფში, რომელმაც მუშაობა დღეს, 11 ივნისს დაიწყო, 12 ქვეყნის წარმომადგენლები შედიან, მათ შორის, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, იტალია და ნატოს რამდენიმე სხვა წევრი და უკრაინა“, - წერს მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics