05:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 14:37:53, 435 ნახვა

პოლიტიკა
„საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას აზრი ეკარგება“, - „თავისუფალო დემოკრატები“ ვენეციის კომისიას შეხვდნენ

ვენეციის კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია პოლიტიკურმა პარტიებმაც მიაწოდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდნენ.

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად „ქართული ოცნებაც“ ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე.

"ეს ყველაფერი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად „ქართული ოცნებაც“ ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი. ეს ცუდი სიგნალია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთავის, თუ როგორ ვიწყებთ ჩვენ მზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

„თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას აზრი ეკარგება.

აღნიშნული შეფასება ფრაქციის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"შევიტვეთ, რომ ვენეციის კომისის შეფასება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. სადღაც აპრილის დასაწყისში ჩვენ ამას გავიგებთ და ოქტომბერში არჩევნებს ჩავატარებთ ისევ მანკიერი სისტემით. ვფიქრობ, უბრალოდ აზრი ეკარგება ხოლმე ამგვარი შეფასებების ამ დროს გამოქვეყნებას, იმიტომ რომ ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ.

ვენეციის კომისიის წევრებს ჩვენ ვუთხარით, რომ ზოგიერთი რაიონი, რომელიც ერთმანეთს გეოგრაფიულად არ ესაზღვრება, საარჩევნო საჭიროებისთვის დააკავშირეს ერთმანეთთან. შეიქმნა გრანდიოზული საარჩევნო ოლქები. ამ ფაქტით კომისიის წარმომადგენლები თავადაც გაკვირვებულები დარჩნენ“, - დასძინა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics