|
2024-06-08 14:41:45, 442 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს - ევროპული მომავალი უნდა გადავარჩინოთ
დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველაფერს გავაკეთებ სახელოვანი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. თინა ბოკუჩავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გითხრა შენ, ლევან, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ ისეთ მარტივ მომენტში, აიღე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას. შენ ამის მაგალითი არა ერთხელ გვიჩვენე. რუსი ივანიშვილის ჯალათების მხეცურ ძალადობას რაც მოყვა, შენს მცდელობას ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გეხსნა ახალგაზრდა, შეხვდი საოცარი სიმამაცით, სიმტკიცით და სიმშვიდით, რაც მხოლოდ გამარჯვების რწმენით განმსჭვალულ ადამიანებს შეუძლიათ. შენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ შენთვის საქართველოს ნათელი მომავალი და ჩვენი საერთო როლი ამ ნათელი, ევროპული მომავლის შექმნაში არის უპირველესი ამოცანა მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოხატე, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც არცერთი წამი, მათ შორის ტყვეობაში, რაც მართლაც ისტორიული უსამართლობაა, არ დაუკარგავს ერთიანი, ძლიერი, ევროპული და წარმატებული საქართველოს იდეა და რწმენა, რომლის შექმნაშიც მას უდიდესი წვლილი მოუძღვის. საქართველოსი, სადაც ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს თვითრეალიზების შანსი აქვთ, სადაც ყველას შეუძლია, ამაყად თქვას - მე ვარ საქართველო. მადლობა თქვენ, ნდობისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ივანიშვილმა უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვა. დღეს ჩვენ ერთად, საერთო ძალებით, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. როგორც არასდროს მწამს გამარჯვების, და გპირდებით ყველას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებმაც გამარჯვების ჯიუტი რწმენა და ჟინი გააცოცხლეს, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი საერთო, ეროვნული, სახელოვანი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და ის თინა ბოკუჩავამ ჩაანაცვლა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)