07:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 09:45:07, 463 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - კანონს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, აშშ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს

კანონს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, აშშ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს,- ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილის განცხადებას, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოში „მაიდანის სცენარით“ ხელისუფლების დამხობა სურს.

მილერის თქმით, ის, რაც საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ხდებოდა, ქართველი ხალხის ნების გამოხატვა იყო.

„ის, რაც თქვენ ნახეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხის ნების გამოხატვაა და მათი წინააღმდეგობაა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მას არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა მეთიუ მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics