|
2024-06-04 22:03:31, 451 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 ივნისიდან, სამი დღის განმავლობაში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. ღონისძიებები 3 დღეს გასტანს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 6 ივნისს, 14:00 საათიდან, ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ გაიმართება ორი წიგნის - „არგონავტიკა, მედეას მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება. „მწვანე საღამოების“ ფარგლებში, 7 ივნისს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ხოლო 8 ივნისს - დათო ევგენიძის კონცერტი. „დავიწყებული ხეხილის ბაღი“ იტალიაში ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ასევე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში. „დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგი 2020 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც შეიქმნა და მალე ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ღონისძიება ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება და საზოგადო მოღვაწეების სახელობის მცენარეები მათი შთამომავლობის ხელით ირგვება. ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატო ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები. ღონისძიება ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)