09:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 14:33:46, 449 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ქართულ ქარტიაზე“ - რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მიზანი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" პოლიტიკურ სპექტრში "არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია". 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირულები".

"ქარტიის შემქნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია, ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს წარმოადგენენ, ერთი პატრონი ჰყავთ, ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics