|
2024-06-03 13:28:06, 349 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იქ, სადაც დასკვნაა გაკეთებული, რომ არ შეიძლება
ქალაქს აქვს თავისი გენერალური გეგმა და ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ქალაქის ურბანული განვითარება, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. მისივე თქმით, თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელთა განაშენიანება შესაძლოა, საშიში იყოს, ამიტომ იქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. „ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სადაც არის დასკვნა გაკეთებული და მითითება მიცემული, მაგალითად, ვერეს ხეობა, სადაც არ შეიძლება მშენებლობა კონკრეტულ ადგილებში და იქ მაინც მიმდინარეობს მშენებლობა. არ არსებობს ასეთი. ან სხვა ადგილები ავიღოთ. თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს, თუნდაც უხვი ნალექიდან გამომდინარე, გვაქვს ამის სამწუხარო მაგალითები, თუმცა ამ კონკრეტულ სივრცეებში არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ჟვანიას ქუჩის მაგალითიც მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. „სადაც არ შეიძლება მშენებლობა, არის მითითებები გაცემული და ჩვენც ვიცით, რომ ის კონკრეტული არეალი შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს - მაგალითად, ჟვანია ქუჩა შემიძლია გითხრათ, სადაც უამრავი მშენებლობა ხორციელდებოდა, თუმცა 2017 წელს, როდესაც მე ქალაქის მერად ამირჩიეს, დავიწყეთ მთელი რიგი კვლევების ჩატარება და იქ გაცემული ნებართვები, განაშენიანების რეგულირების გეგმები, ყველაფერი იქნა დაბლოკილი და შეჩერებული, იმიტომ, რომ იმ სივრცეში არ შეიძლება მშენებლობა. ეს დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)