|
2024-06-03 09:50:53, 442 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ნეთანიაჰუს მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს - ის უნდა შეჩერდეს
ჩვენი რეგიონი, მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს - ის უნდა შეჩერდეს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ერდოღანი ამბობს, ნეთანიაჰუმ "უნდა შეწყვიტოს პალესტინის წინააღმდეგ ხანგრძლივი კამპანია და რეგიონული არეულობის დათესვა". "ეს ბარბაროსი, ავაზაკი და გაუმაძღარი სისხლისმსმელი, სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, უნდა შეჩერდეს. თურქეთი ყველა პლატფორმაზე აპროტესტებს ჩაგვრას, ხოცვა-ჟლეტას და უსამართლობას, რომელიც 76 წელია, გრძელდება. ჩვენ მთელი ძალით ვდგავართ პალესტინელ ხალხთან... მჭიდრო დიალოგში ვართ "ჰამასსა" და პალესტინის მთავრობასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მცდელობებს. ესპანეთთან, ირლანდიასა და ნორვეგიასთან ერთად, პალესტინის ამღიარებული ქვეყნების რაოდენობამ 147-ს მიაღწია. პალესტინის აღიარების გაძლიერება ისრაელის საოკუპაციო და ჩაგვრის პოლიტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პასუხი იქნება",- განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)