|
2024-06-01 13:00:06, 491 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილმა ჩამოშალა და პოლიცია - „მილიცია“ გახადა
ეს ძალიან სამწუხარო საყურებელია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა ივანიშვილმა და პოლიცია გახადა „მილიცია“ და ხარებას ზონდერ დაჯგუფებად გადააქცია ყველა ისეთი სამსახური, რომელიც კანონს უნდა ემსახურებოდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა „რუსული კანონის“ მოქმედებაში მოყვანის სახეა. „ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში, ასე გამოიყურება „ქოცის“ სახე. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება. 100- მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც სავარაუდოდ გდდ-დან იყვნენ, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმებიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და შემდეგ ისევ იქეთ წავიდნენ. წინა კარებიდანაც, სამზარეულოდანაც ცდილობდნენ შემოსვლას და იყვნენ შუბებით შეიარაღებულები ღამის პირველ საათზე, თუმცა რამდენიმე წუთი ვუწევდით წინააღმდეგობას და თავს ვიცავდით, რომ ეს აგრესიული „ტიტუშკები“ არ შემოჭრილიყვნენ. სამწუხაროდ, ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მაგრამ მათ აღარც ბავშვები, აღარც ოჯახის წევრები არ აინტერესებთ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს კაცი არ აპირებს ილაპარაკოს, სანამ ხელისუფლებაში იქნება. შუბები, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“. ასევე, მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მივმართო ელჩებს და ყველას ვუთხრა, რომ გამოთქვით ყველამ თქვენი პოზიცია ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან და სამიზნე იქნება სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და ამ შუბის ენით აპირებენ საუბარს. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში გვესმის, რომ ესენი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან მხდალები და მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის დროსაც კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ასევე, ძალიან მძიმე იყო იმის ყურება საპატრულო პოლიციად წოდებულმა ავტომობილებმა ჯერ როგორ მოაცილეს და მერე გააცილეს და შემდეგ ყველა რომ წავიდა, აი ინდურ ფილმებში რომაა ისე მოვიდნენ ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩა და „ტიტუშკები“ გაიქცნენ. ეს ძალიან სამწუხარო საყურებელია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა ივანიშვილმა და პოლიცია გახადა „მილიცია“ და ხარებას ზონდერ დაჯგუფებად გადააქცია ყველა ისეთი სამსახური, რომელიც კანონს უნდა ემსახურებოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ მძიმე პერიოდი გველოდება წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად არიან მშიშარები და ისინი არიან წაგებულის პოზიციიდან. ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც სალაპარაკო აქვს თავის ხალხთან, შუბით არ ელაპარაკება ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)