|
2024-05-30 12:39:56, 470 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ეს არის რუსული კანონის შედეგი - სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება უცხოური ძალის ინტერესების გატარება არ არის
ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფონდ "ფეა თრიიზის" განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებულ პროექტს ვეღარ განახორციელებენ. ჯაფარიძის განცხადებით, ეს არის "რუსული კანონის" შედეგი, რითიც საქართველოს მოქალაქეები ზიანდებიან. "შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - რუსული კანონის მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა. აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა, დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა. ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება. ეს არის რუსული კანონის შედეგი, რითიც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმ შეგახსენებთ, გუშინ 29 მარტს, ფონდმა "ფეა თრიიზ" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშული იყო, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოქმედება ფონდის მუშაობაზე უარყოფითად აისახა, რაც მათივე თქმით, გამოიხატა იმით, რომ "იძულებული არიან, 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით" შეწყვიტონ.
დღეს, 30 მაისს, ფონდის განცხადებას ">გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტის მერია და და აღნიშნა, რომ "ფეა თრიიზის" განცხადება "აბსოლუტურად სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს". მერიის განმარტებით, "ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება... აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება".
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)