23:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:23:48, 339 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - 2023 წლის სექტემბრიდან ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში დაიწყო

2023 წლის სექტემბრიდან ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში დაიწყო - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. გასულ წელსვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების კუთხითაც წარმატებული იყო. არსებულ მონიტორინგის ქსელს დაემატა 9 ახალი სადგური  და დღეის მდგომარეობით უკვე 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გვაქვს.  2026 წლამდე  სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics