|
2024-05-29 15:13:39, 533 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად ყოფილი პირადი მცველი დანიშნა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად ყოფილი პირადი მცველი ალექსეი დიუმინი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, 51 წლის დიუმინი კრემლში ამ თვის დასაწყისში შეიყვანეს, ხოლო მანამდე ის ტულის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. „კრემლის ვებგვერდზე, ოთხშაბათს დილით გამოქვეყნდა პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან სახელმწიფო საბჭოს მდივნის პოსტზე ალექსეი დიუმინი დანიშნა“, - წერს მედია. მათივე ინფორმაციით, ალექსეი დიუმინი 1995 წელს გაწევრიანდა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურში, რომელიც კრემლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში მისი პირადი დაცვის წევრი იყო, მოგვიანებით კი რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)