11:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 10:35:03, 317 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძე ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდება.

„ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძისა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

უწყების ხელმძღვანელმა ანაჰიტ ავანესიანს, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე. მინისტრებმა, კიდევ უფრო მჭიდროდ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics