|
2024-05-27 16:03:30, 361 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი
ამ ტიპის არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ალბათ ესეც ძალიან მალე გაირკვევა, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა. მისი თქმით, ხელისუფლება რუსულ კანონს არ იღებს და არც მომავალში მიიღებს. „საქართველოში რუსული კანონის მიღება არ ხდება და ვერ მოხდება ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. რუსულ ინტერესს ვინც ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოდგენილია ზუსტად იმ რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვადასხვა სახელით სხვადასხვა პარტიები აქვს შექმნილი. ისინი ატარებდნენ რუსულ ინტერესს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. დღეს ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. რუსეთი არის ოკუპანტი და ეს მაშინდელი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები. შემდეგ კი „გააპრავეს“ ეს ყველაფერი იმ ხელმოწერებით, რომელიც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე - ეს არის რუსული ინტერესი. ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესს და მის ხვალინდელ დღეს. ამ ტიპის არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ალბათ ესეც ძალიან მალე გაირკვევა“, - განაცხადა კალაძემ.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)