|
2024-05-27 14:57:05, 423 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ზურაბიშვილმა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისა და ხალხის მხარე დაიჭირა
სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ქვეყნისა და ხალხის მხარე დაიჭირა...კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით - ჩამოყალიბდება მთავრობა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მიზანი არსებული ხელისუფლების დამარცხება და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა, სადაც „გადაწყვეტილებები პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით მიიღება“. „სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად. დღეს ჩვენი ძალა, წარსულსა და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია. მიზანი კი არის არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოელი ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული; დასრულდება ერთპარტიული მმართველობა; გაქრება მომავალში ერთპარტიულად საახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი. კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით - ჩამოყალიბდება მთავრობა. წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები”,- წერს მელია. შეგახსენებთ, გუშინ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)