|
2024-05-26 11:54:54, 413 ნახვა
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი - მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის. „ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევ ნებასა და სულს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა ახალი განზომილება მიიღო, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებულად ვითარდება და ახალი შინაარსით მდიდრდება. სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, ემსახურება ჩევენი ერების ინტერესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უფრო ფართო რეგიონში – ევრაზიულ სივრცეში და ხსნიან ფასდაუდებელ შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ წარმატებულად გავაგრძელებთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ყველა სფეროში ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთიბების გაფართოების, ჩვენი ერთობლივი ინიციატივების რეალიზების, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართლებით. ამ დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, მშვიდობას და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)