02:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-25 14:09:40, 487 ნახვა

საზოგადოება
UNiDAYS-ის კვლევით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ

საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა - მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის  კვლევის მიხედვით,  თბილისი ყველაზე მიმზიდველი დესტინაციაა, სადაც სტუდენტები  2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თამარ ყორიაულის შეფასებით, სასიხარულოა, რომ თბილისი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიისა და პლატფორმების მიერ არაერთხელ დასახელდა, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, საერთაშორისო სტუდენტებს შორის მეტად პოპულარული ხდება.

„ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მარკეტინგული კამპანიები და სხვადასხვა აქტივობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო  მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში" - აღნიშნა თამარ ყორიაულმა.

UNiDAYS-ის  2024 წლის სტუდენტების მოგზაურობის ინდექსი, სადაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: განთავსების ფასები, ტურისტული ატრაქციები, ჯგუფური აქტივობები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics