18:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 23:03:32, 694 ნახვა

მსოფლიო
ობრაიენი „ქართულ ოცნებას“ - თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა

თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი პრივილეგიებით, როგორებიცაა თქვენი შვილების სწავლა - განათლება, მაშინ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.

ობრაიენმა აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სია არ ქვეყნდება.

"ჩვენ არ ვაქვეყნებთ სახელების სიას, ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ის ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია -  კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს. მოგეხსენებათ, ეს ეხება არამხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც", - განაცხადა ობრაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics