02:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 10:02:16, 378 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში,  რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და  თემატური აქტივობები დახვდებათ.

"რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე   ელექტრონული მუსიკის  ლაივ-შოუები. 

მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 სათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის  კულინარიული მასტერკლასები.

17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები", რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და  2018 წლის საუკეთესო სომელიე  თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics