19:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 13:02:40, 509 ნახვა

პოლიტიკა
როიტენი - მოვუწოდებ ევროკომისიას, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ

მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. 

როიტენის თქმით, სანქციები იმ დეპუტატების წინააღმდეგაც უნდა დაწესდეს, რომლებმაც მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას დაუჭირეს. 

"საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. აგრეთვე, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს და მათ წინააღმდეგაც, ვინც ვეტოს დადების შემდეგ კანონის მიღებას მაინც დაუჭერს მხარს.

მოვუწოდებ ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ჩართულობა საქართველოს მთავრობასთან...ევროკავშირმა უნდა გამოიწვიოს თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დიდ აღფრთოვანებას ქართველი ხალხისადმი, რომელიც უკვე კვირებია ქუჩებში დგანან. ისინი ყოველ დღე იცავენ საკუთარ დემოკრატიასა და სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი. ჩვენ გავიმარჯვებთ", - აცხადებს როიტენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics