|
2016-02-12 16:21:06, 666 ნახვა
ეკონომიკა
დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად, კობა გვენეტაძის დასახელებას გამოეხმაურა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. მისივე თქმით, პროცესი ეროვნული ბანკის შესახებ კანონის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიმდინარეობს. "კანონებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ეს პროცესი დაასრულეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე 3 კანდიდატს შორის შეარჩია და გუშინ დაასახელა, რომელსაც უახლოეს დღეებში პარლამენტს წარუდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)