|
2024-05-13 14:58:32, 399 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას
მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც ასახულია ვიდეომასალებშიც. „ჩვენ ვნახეთ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ისროდა ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ეს არ არის სწორი. ასევე, ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. თუ გაქვს რაიმე პროტესტი, შეგიძლია ეს ნორმალური ცივილური ფორმით გამოხატო. ამაში ხელს არავინ უშლის ადამიანებს, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს ამის უფლება. იქ იყო უამრავი ადამიანი, ვინც აპროტესტებდა კანონის ფარგლებში და აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებას, რაც აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიციას ესროლო ბოთლი, ქვა, შეასხა წიწაკის სპრეი, მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამას მოჰყვება რეაგირება. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)