08:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 18:15:52, 501 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება

საპატრიარქოს ინფორმაციით, 10 მაისს მომხდარი ე.წ ინციდენტის გამო, ქაშვეთის ეკლესიას საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ.

"10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო", - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. 

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებასთან" საუბარში დეკანოზმა დავით დელიბაშვილმა თქვა, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, სასულიერო პირებისგან უარის მიღების გამო კი მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics