|
2024-05-10 23:24:16, 483 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას - მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაუმჭვირვალობის გამო ჩამოყალიბდა ნეგატიური პრაქტიკა, რამაც ამ კანონის მიღება გახადა აუცილებელი. „ჩვენთვის არის მისაღები მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას. რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ამ კანონის ინიცირება, მიღება აუცილებელი - პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში სწორედ გაუმჭვირვალობის გამო და მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ტიპის აქტივობები ფინანსდებოდა გარე წყაროებიდან, ეს იყო მაგალითად კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობა რევოლუციურ პროცესებში, ასევე ეს იყო ლგბტ პროპაგანდის პირდაპირი დაფინანსება, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის, თავდასხმის დაფინანსება, ნარკოტიკების პროპაგანდა, ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. ამას წინათ, გავხსენით ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი 9-კილომეტრიანი გვირაბი, აქამდე ყველაზე გრძელი გვირაბი იყო რიკოთის გვირაბი, 2 კილომეტრზე ნაკლებია მისი სიგრძე და საქართველოში განხორციელდა უნიკალური პროექტი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა ამ გვირაბის გაჭრას, მშენებლობას, შესაბამისი პროექტის განხორციელებას. მას უნდოდა ამ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დაბლოკვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საბაბით. მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწია თავისას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გახსოვთ, რა ხდებოდა ჰესებთან დაკავშირებით და ა.შ. ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რამაც გახადა აუცილებელი ამ კანონის მიღება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)