03:38 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 19:32:47, 493 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და არ იქცეს კანონად

ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 

ჰერჩინსკის თქმით, ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და "იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად".

"ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოხდეს პროგრესი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ეს უკვე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში და ჩვენ მათ უნდა დავეწიოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის მისაღწევად.

თუმცა ამისთვის ჩვენ უნდა მოვაგვაროთ იმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა. როგორც ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად", - განაცხადა ჰერჩინსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics