00:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 11:21:27, 567 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს,  სვენ გიგოლდს შეხვდა, რომელიც თბილისში გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.

"შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ სტუმრებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული საქართველოს საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენა/განვითარების დინამიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ექსპორტის წახალისების მექანიზმები, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში  და ა.შ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალიან აფასებს პარტნიორობას, მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან წლების განმავლობაში. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები თუ სხვადასხვა აქტივობები  მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ მუდმივად შეინარჩუნოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და საინტერესო იყოს, მათ შორის, გერმანული ბიზნესისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედრის ფარგლებში მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ კუთხით შესაბამისი  რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველწლიურად  კიდევ უფრო ვითარდება, რასაც მოწმობს სტატისტიკური მაჩვენებლებიც: 2023 წელს გერმანია იყო მე-4 ადგილზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების რაოდენობით, ხოლო 2024 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის  ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია.

ხაზგასმით აღსანიშნია ასევე მზარდი დინამიკა ავიაციის სფეროში: 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში,  საქართველოსა და გერმანიას შორის  პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ 64.2%-ით მეტი შეადგინა  2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით, ხოლო 2023 წელს, 83.2%-ით მეტი მგზავრია გადაყვანილი, ვიდრე  2022 წელს", - აღნიშნულია უწყების იფნრომაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics