|
2024-05-04 13:17:52, 489 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი - როცა გომელაური არაფერს აკეთებს ივანიშვილის ზონდერ ჯგუფების დასასჯელად, ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი
ბოლო დღეების მანძილზე, ივანიშვილის ბანდის ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე და როდესაც პირადად ვახტანგ გომელაური არაფერს აკეთებს ამ პირების დასასჯელად, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი“, - განაცხადა ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათ იციან "ზონდერ ჯგუფების" ვინაობები, თუმცა შსს-ს მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად. „ბოლო დღეების მანძილზე, ივანიშვილის ბანდის ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ჩვენ ვიხილეთ კადრები თუ როგორ უსწორდებიან ისინი პოლიტიკოსებს, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, რიგით მოქალაქეებს, როგორ სცემენ შვილებს მამების თვალწინ და მამებს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ. ეს ამორალური ადამიანები, რომლებიც ამ საქციელს სჩადიან, ჩვენ ვიცით მათი ვინაობები, მაგრამ შსს-ს მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული მათგანი, როგორიც არის გიორგი უბილავა, დიმიტრი ჭუმბურიძე, გიორგი რომანაძე, დავით ჯავახია, ზურა ხარატიშვილი, ჯონი ურიადმყოფელი. ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, იქნებიან დასჯილები ძალიან მალე. მოვუწოდებ სხვა იმ ადამიანებს, რომლებსაც ზონდერებად აღუქვამს ივანიშვილის ბანდა - ნუ იქნებით იარაღი ივანიშვილის ხელში, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ და სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს. ძალიან მალე ქართველი ხალხი კონსტიტუციურ ფარგლებში დააბრუნებს თავის მთავრობასაც, ხელისუფლებასაც და იქნება ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება და ასეთ დანაშაულებზე მოგეკითხებათ, რადგან ასე ხდება ყველა კანონიერ, ევროპულ სახელმწიფოში და გარდა ამისა მაშინ, როდესაც პირადად ვახტანგ გომელაური არაფერს აკეთებს ამ პირების დასასჯელად, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი იმისთვის, რომ ეს ადამიანი უკანონო ბრძანებებს გასცემს და ზონდერ ჯგუფებს დღისით, მზისით და თუნდაც ღამე კამერების თვალწინ გამიზნულად და დემონსტრაციულად აცემინებს და არაადამიანურად ეპყრობა ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მოგიწოდებთ ყველას, ყველა ზონდერს, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებით, დასრულებული ამ ხელის ბიჭებით, რომლებიც ამ საქმეს აკეთებთ - ყველას მოგეკითხებათ, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს და მის ბანდას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)