|
2024-05-03 15:09:45, 601 ნახვა
მსოფლიო
Reuters - თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა
თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად ღაზაში გაუარესებული „ჰუმანიტარული ტრაგედია“ სახელდება. „ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები, რომელიც ყველა პროდუქტს მოიცავს, შეჩერებულია. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ განახორციელებს ამ ახალ ზომებს, სანამ ისრაელის მთავრობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ და საკმარის ნაკადს არ დაუშვებს“, - წერს მედია უწყების განცხადებაზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, გასულ თვეში თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა. როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებდა მანამ, სანამ ისრაელი "არ შეწყვეტდა ცეცხლს და არ დაუშვებდა ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას ღაზას სექტორისთვის".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)