|
2024-04-29 20:53:29, 318 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - „მამული, ენა, სარწმუნოება“ არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა
„მამული, ენა, სარწმუნოება“ არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. „საქართველო კვლავ ქართული სახელმწიფოა და მაშასადამე ევროპული სახელმწიფოცაა. ქართველურია ზუსტად იმიტომ, რომ ერთგულია ეს ქვეყანა ილიას მემკვიდრეობის,რომელიც უცვლელი დიდებული ტრიადისგან შედგება-მამული, ენა,სარწმუნოება. არავის აქვს საკითხის სხვაგვარად დაყენების უფლება,უფლება, რომ ამ ტრიადას ერთი გამოაკლოს. ეს არის მთავარი სათქმელი. ვისაც როგორ უნდა ისე იფიქროს, მაგრამ საქართველოში კვლავაც ასე ფიქრობენ-მამული, ენა, სარწმუნოება -არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა. არსებობენ სამწუხაროდ საქართველოში ორგანიზაციები , ვინც სწორედ ამაზე მუშაობენ, რომ ეს ტრიადა არ დარჩეს ტრიადად და ენის და მამულის დუეტად დარჩეს. ესე არ გამოვა , ეს ხალხი ვინც ამაზე მუშაობს შეიძლება მათ ჩრდილში დარჩენა ერჩივნოთ,იმიტომ რომ იციან ეს რას გამოიწვევს. ასეთი ორგანიზაციები ვინც თვლიან, რომ სარწმუნოება უნდა ამოვარდეს, უნდა გადაიხედოს ქართველობა რას ნიშნავს, ჩვენი ეროვნული ღირებულებების სისტემა-მათ ურჩევნიათ დარჩნენ ჩრდილში და მზეზე გამოსვლა არ უნდათ. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სანათადო ინფორმაცია, არის რომელიმე ორგანიზაციის მუშაობა წმინდად ქართული თუ შეიძლება ამაზე გავლენას ახდენდეს ის უცხოური დაფინანსება, რომლითაც შეიძლება იკვებებოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია. არავის გამოუვა იმაზე აპელირება , რომ ბევრი კარგი საქმე კეთდება უცხოური დაფინანსებით, მაგრამ არის ერთი ნაწილი რომელიც არცთუ სასიკეთოა. ვისაც ჩრდილიდან გამოსვლა არ უნდა, ვისაც ეთაკილება სარწმუნოების თქმა ენასთან და მამულთან ერთად , იმ ხალხის აღვირახსნილი მცდელობაა, რომ დაუმსახურებელი იარლიყი მიაკრან ამ ინიციატივას, რომელიც ამ კანონს უკავშირდება და შემდეგ ვერ თქვან ვერცერთი არგუმენტი-თუნდაც მცდარი არგუმენტი,თუ რატომ არის ეს რუსული. საზოგადოების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მთელი საზოგადოების სახელითაა უფლებამოსილი ილაპარაკოს, რომ საქართველოში არ მიაჩნიათ ღირებულად ტრიადა. მთელი მსოფლიო ნახავს რომ საზოგადოებაში ერთგულნი არიან ამ ტრიადისა. მთავარია ქართველის დამოკიდებულება საკუთარი იდენტობის მიმართ, საქართველო ნიშნავს იმას რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ და ამისი ერთგულია ქართველი . თუ ეს ჩვენ არ გვექნა- ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ყველაძე მეტად ღირებული საკუთარი ეროვნული ღირსების შეგრძნება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)