|
2024-04-28 22:08:29, 498 ნახვა
პოლიტიკა
აქციის ორგანიზატორები - თუ პარლამენტი 29 აპრილს „რუსული კანონის“ მეორე პლენარულ მოსმენას ჩანიშნავს, წინ აღვუდგებით
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხვალ, 29 აპრილს აღნიშნული კანონპროექტის მე-2 პლენარული მოსმენა არ ჩანიშნოს. ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ხალხის სახელით, აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. როგორც ამაღლობელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მე-2 მოსმენას ჩანიშნავს, მოქალაქეები მას ქუჩაში გააპროტესტებენ. "საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, შევქმნათ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც “რუსული კანონის მიღება გამოიწვევს”; საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. პარლამენტი ვალდებულია, დაემორჩილოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას; საქართველოს პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან; საქართველოს მოქალაქები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით; ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებით მარშით სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით; მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობის; ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს “რუსული კანონის” მიღება; ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს - “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”; ჩვენი მოთხოვნების სამიზნე არის ხელისუფლება და არა ხალხი, ამიტომ, ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების არარსებული სურათი დაიხატოს; ჩვენ, 29 აპრილს, დილის 9 საათიდან გავაპროტესტებთ “რუსული კანონის” მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ დაპირისპირებაში შესვლას ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან; კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული სხდომა კანონის მეორე მოსმენის გასამართად; ხვალ, 29 აპრილს თუ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს “რუსული კანონის” მეორე მოსმენას პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან, რასაც წინ აღვუდგებით. საზოგადოებრივი ჯგუფები მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას; ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარულრ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩანიშნონ ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას; ძალა ერთობაშია - გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს! კი ევროპას, არა რუსულ კანონს!"- განაცხადა ამაღლობელმა.
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)