|
2024-04-27 20:48:37, 565 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე მოძრაობა, „ქართული კინო საფრთხეშია“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ დაუშვებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას: "ათ თვეზე მეტია კინემატოგრაფისტები, ფაქტებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ ქართული თანამედროვე კინო ცენზურის საფრთხის ქვეშაა. დღეს კი, რუსული კანონის კვალდაკვალ, ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე განიხილება. „ამ საკითხს დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები..” – ანრი ოხანაშვილი. „...ასევე შეიძლება გააკეთო იმგვარად რომ ეს ნაწილი იყოს ამოღებული.. ჩვენ ამას რომ ვსწავლობდით, მე პირადად მაშინ გავიგე ბევრი ძალიან ცნობილი ფილმის შესახებ, რომლებიც იმ პერიოდში [საბჭოთა კავშირის დროს] თურმე ყოფილა ნახევარი საათით მეტი, ორსაათიანი ფილმი რომ გვაქვს ახლა ნანახი ორსაათნახევრიანი იყო და ასეთი რაღაცების ამოღების გამო გახდა ორსაათიანი” – მამუკა მდინარაძე. ჩვენ არ დავუშვებთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისოები! „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კანონპროექტი ცენზურას ითვალისწინებს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ფილმებიდან კონკრეტული ადგილები ამოიჭრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)