|
2024-04-24 15:13:07, 370 ნახვა
საზოგადოება
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, "საქართველოს ბანკი" ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი პროექტ- „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერია. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების არა მხოლოდ დაარქივება, არამედ ახალი თაობისთვის მათი გაცნობა და საინტერესო ფორმით შეთავაზება. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ 90-იანებისა და 2000-იანი წლების შემსრულებლები ის პირველი თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. როგორც ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი განმარტავენ, ამ პერიოდში შექმნილი ალტერნატიული მუსიკა მელომანებისთვის თავისუფლების ხმად იქცა. შესაბამისად, დღეს მათი შემოქმედების ფირფიტებზე გაცოცხლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. "საქართველოს ბანკისა" და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ქართველი არტისტის ფირფიტის გამოცემა იგეგმება. პირველი „ნიკაკოის“ ფირფიტაა, რომელიც მელომანებისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მუსიკის მოყვარულები მის შეძენას “ვოდკასტში“; „მორევში“ და XO Vinyl shop- ში შეძლებენ. „საქართველოს ბანკისთვის" ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი არტისტების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალი ფორმით წარდგენა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ჯგუფთან ერთად შეგვექმნა ოთხი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი არტისტის ფირფიტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევძინოთ მათ შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და მსმენელისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ ისინი“, - აღნიშნავენ "საქართველოს ბანკის" ბრენდის გუნდში. ფირფიტების გამოცემა ლიმიტირებული ტირაჟით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ფირფიტის წარმოება გრძელვადიან პროცესს გადის და უმეტესწილად ჩანაწერების კარგი ხარისხით მიგნებასა და მათ უკან მდგარი ისტორიების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამის მიზეზი ადრეულ 90-იან და 2000-იან წლებში ხმის ჩამწერი სტუდიების არარსებობა იყო, რის გამოც არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ. როგორც "საქართველოს ბანკის" გუნდში აცხადებენ, პარტნიორობის ფარგლებში ოთხი ფირფიტა 2024 წლის ბოლომდე გამოიცემა. მანამდე კი „ნიკაკოის“ პირველ ფირფიტასთან დაკავშირებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)