18:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 19:39:49, 459 ნახვა

საზოგადოება
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები უკვე მოუმზადა - 26 აპრილის ჩათვლით Petlas-ის საბურავებზე 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

საბურავების სწორად შერჩევასა და სეზონის შესაბამისად შეცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. ზაფხულის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ საფარზე საიმედოა. მაშინ როცა, ზამთრის საბურავები მაღალი ტემპერატურის პირობებში რბილდება და შედეგად, გადაადგილება რთულდება. გარდა ამისა, ზაფხულში ზამთრის საბურავი უფრო სწრაფად ცვდება და მგზავრობა სახიფათო ხდება, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისა და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება. ასევე, თბილ ზედაპირზე ზამთრის საბურავების ხახუნის ძალა უფრო მაღალია, რაც საწვავის მოხმარების ზრდას იწვევს.

იმისათვის, რომ მივხვდეთ, როდის არის საბურავი შესაცვლელი, უნდა დავაკვირდეთ პროტექტორებს შორის არსებულ ცვეთის ინდიკატორს. როდესაც პროტექტორის სიმაღლე ცვეთის ინდიკატორთან ახლოს მივა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ასეთი საბურავებით გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის.

ახალი საბურავების შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ავტომობილის დისკის ზომა და მწარმოებლის რეკომენდაციები. საბურავების არასწორი ზომის გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გადაცემათა კოლოფის, ისე სხვა ნაწილების დაზიანება.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის სპეციალისტები კი მძღოლებს ავტომობილისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევაში დაეხმარებიან.

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics