|
2024-04-20 19:31:37, 599 ნახვა
მსოფლიო
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს, იტყობინება FSB რესპუბლიკის სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახური. ამ ინფორმაციის თანახმად, 36 წლის უკრაინელი ეჭვმიტანილია ინტერნეტ მესინჯერის საშუალებით რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში და გადაცემაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. სისხლის სამართლის საქმე შპიონაჟის 276-ე მუხლით არის აღძრული. მისი თქმით, დაკავებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13 აპრილს ყირგიზეთში ვლადიმერ გოლოვჩენკო დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია 12 აპრილს მოსკოვში SBU-ს ყოფილი ოფიცრის ვასილი პროზოროვის მანქანის აფეთქებაში. მას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა 12 ივნისამდე შეეფარდა. აფეთქების შემდეგ პროზოროვი ფეხში დაიჭრა. ის SBU-ში 1999 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა და, მისივე თქმით, 2014 წლის მაისიდან თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. შემდეგ ის რუსეთში გაიქცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)