|
2016-02-11 13:01:45, 730 ნახვა
ეკონომიკა
თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან
მოგების გადასახადი განაწილებული მოგების გადასახადით იცვლება. აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელზეც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა. კერძოდ, თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. „პრემიერმინისტრის ინიციატივით და დავალებით, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო და მოამზადა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში საგადასახადო კოდექსის შეცვლას და კონკრეტულად ეს ეხება მოგების გადასახადის რეორგანიზაციას. ჩვენ დღეს უკვე განვიხილეთ საქართველოს მთავრობის სხდომაზე და წარვადგენთ პარლამენტში კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის შეცვლას განაწილებული მოგების გადასახადით. საუბარი შეეხება იმას, რომ კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან”,-განაცხადა ხადურმა. უფრო კონკრეტულად, მინისტრის თქმით, თუ კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, ან სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის. მისივე განმარტებით, დაბეგვრის რეჟიმი არ შეცვლეება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს-მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ასევე ორგანიზაციებს. „ ამასთან, დაბეგვრის რეჟიმი არ შეცვლეება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს, მაგალითად მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, შესაბამისად, მას არ ანაწილებენ, მაგალითად ეს არის საჯარო-სამართლის იურიდიული პირები, და ეს არის არასამთვრობო სექტორი, ე.წ. აიპები. შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი, შენარჩუნდება პროცენტზე, როიალზე და დივიდენდზე არსებული განაკვეთი, საწარმოს მოგების გადასახადისათვის საანაგრიშო პერიოდი გახდება 1 თვე, აღარ იქნება 1 წლიანი, შესაბამისად კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გადასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის, ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, და ის გადახდები, რომლებიც დაკავშრებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. სახსრები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითრებისათვის, წარმოების გაფართოებისათვის, დასაქმების გაზრდისათვის, ეს თანხები აღარ დაიბეგრება. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა, მიმდინარე წლის 1 ივლისსს. შესაბამისად, პირველ ივლისამდე 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარაუდოდ 1 ნოემბრამდე პერიოდი. ხოლო დანარჩენ პერიოდზე ჩვეულებრივ ყოველთვიურად მოხდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად უმარტივესი დეკლარირების ფორმა იქნება, ამით გამარტივდება დეკლარირებაც და საგადასახადო შემოწმებები”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)