|
2024-04-17 12:02:59, 422 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტიის მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს
12-წლიანი მმართველობის ბოლოს, ივანიშვილი ახალგაზრდებს უპირისპირდება ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს - ეს არის მისი რეალური სახე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა მოუწოდებს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომ შესაბამისი განცხადება გააკეთოს. "მამუკა მდინარაძისგან გუშინ მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ არ იქნებოდა დარბევა და არცერთ ახალგაზრდას არაფერი არ დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი გაეპარებინა პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრებისგან, რადგან თავად აქ ვიდექი ჩიტაძის ქუჩაზე, როდესაც დაიწყო პირველი დარბევა, როდესაც მოგვწამლეს წიწაკის სპრეით, შემდეგ გაგრძელდა დარბევა და უამრავი ახალგაზრდა იყო ნაცემი, მათ შორის ძალიან ბევრი მათგანი, რომელიც იყო დაკავებული, იყვნენ სასტიკად ნაცემი და მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით ამ ადამიანებს, რადგან არ ვიცოდით მათი ადგილსამყოფელი... საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის და საკუთარ ევროპულ მომავალს. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, დასდევდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის ბოლო და ეს არის მისი რეალური სახე. ჩვენ მოვუწოდებთ სახალხო დამცველს გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც ყველამ გუშინ საკუთარი თვალით ვიხილეთ",- აცხადებს ბოკუჩავა.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)