21:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 16:42:07, 410 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი

ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი, დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართველი ხალხის ინტერესი ის არის, რომ კანონი არ იქნას მიღებული, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს".

„როდესაც საუბრობთ უცხოურ გავლენებზე - მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება?! ეს არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ რომ არ მიიღოთ ეს კანონი. ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას და განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირისკენ. ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics