|
2024-04-16 13:34:37, 329 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს. "განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა და ინიციატივებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ. ანდრეა ამონი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორის ვიზიტი წარმოადგენს ახალი კანდიდატი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების გზაზე, ქვეყნების საჭიროებების განსაზღვრასა და მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)