|
2024-04-16 12:14:41, 550 ნახვა
მსოფლიო
დუგინი - თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ
რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დუგინი ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების აგენტს უწოდებს და მის ჩანაცვლებაზე საუბრობს. „საქართველოში ისევ გამწვავდა სიტუაცია გონიერ ქართველებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ლგბტ-ს გაცოფებულ მხარდამჭერებს შორის. ეს ის მომენტია, როდესაც „ქართული ოცნება“ მთელი სერიოზულობით უნდა შეუდგეს საქმეს. „ოცნების" ლიდერზე ვიღაც ცოფიანი ლგბტ არსების თავდასხმა არის აგრესიის პირდაპირი გამოხატულება. თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ. აშშ-ის აგენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იქ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს, უმოკლეს დროშია შესაძლებელი შეცვლა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის არჩევა. საკმარისი იქნება მხოლოდ ნება. რკინის ხელის დროა. ქართველები ასეთები არიან, როგორც ისტორია გვასწავლის. დროა გაიხსენონ, როგორ კეთდება ეს“,- წერს დუგინი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)