04:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 15:07:52, 333 ნახვა

საზოგადოება
კახა კაკაბაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მორავიის კარსტის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს და ჩეხეთის მხარის წარმომადგენლებმა ტყის და დაცული ლანდშაფტის მართვის პრინციპებზე იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის სექტორის მართვის რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მიმდინარე აქტივობებს შორისაა ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამა „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“.

ისევე როგორც ქვეყენაში მიმდინარე სატყეო რეფორმის, ასევე აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, მათ შორის, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics